აპირებს თუ არა მანჩესტერი სოლსკიაერის გაშვებას?

"მანჩესტერ იუნაიტედში" მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობის ქვეშ შედეგების გაუმჯობესებას ელიან.
როგორც ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, კლუბი ნორვეგიელის გაშვებას არ აპირებს.
ცნობისთვის, 48 წლის სპეციალისტმა "ეშმაკუნები" 2018 წელს ჩაიბარა და კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
ამ დროისთვის, "მანჩესტერ იუნაიტედის" აქტივში 14 ქულაა და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე "ეშმაკუნებმა" ორი მატჩი გამართეს, საიდანაც ერთი წააგეს, ერთი კი მოიგეს.