კარაგერი ნიუკასლზე: "მანჩესტერი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ფული ტიტულების გარანტიას არ იძლევა"
"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა საუდის არაბეთის ხელისუფლების სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის (PIF – Public Investment Fund) მიერ "ნიუკასლის" ყიდვაზე განცხადება გააკეთა.
"ნიუკალი" უზარმაზარი თანხების სანაცვლოდ იმ ფეხბურთელების გადაბირებას მოახერხებს, რომელთა ხილვაც ლონდონურ და მანჩესტერულ კლუბებში სურთ, აგრეთვე "ლივერპულში".
"ყველაზე სასურველი ვარსკვლავები მათ მხოლოდ მაშინ შეუერთდებიან, როცა მოკლე ვადაში წარმატების მიღწევის მტკიცებულება იქნება. მოლოდინი, რომ უახლოეს 2-3 წელში "ნიუკასლს" მბაპე ან ჰოლანდი შეუერთდება, ფანტასტიკაა".
"როცა არაბები ბოლო 10 წლის ინგლისურ ფეხბურთს შეისწავლიან, მიხვდებიან, რომ წარმატებისთვის იმაზე მეტია საჭირო, ვიდრე უბრალოდ ახალ ფეხბურთელებში მილიონების დახარჯვა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" მას შემდეგ, რაც სერ ალექს ფერგიუსონმა კარიერა დაასრულა, მილიარდი დახარჯა, მაგრამ პრემიერ ლიგის ტიტულის გარეშე მე-9 სეზონს ატარებს".
"ემიუ" ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, რომ საფეხბურთო კლუბს ტიტულები არ აქვს გარანტირებული, თუ ყველაზე მეტს ხარჯავს. სწორად შერჩეული ადამიანებია საჭირო, რომლებიც ამ თანხებს ხარჯავენ", - ციტირებს კარაგერის სიტყვებს The Telegraph.