პედრი: "ჩემთვის კონტრაქტის ვადა და პროექტი გამოსასყიდი თანხის ოდენობაზე მნიშვნელოვანია"
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, პედრი გონსალესმა "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე განცხადება გააკეთა.
შეგახსენებთ, ახალი ხელშეკრულების თანახმად, 18 წლის ესპანელი ფეხბურთელი კატალონიური გრანდის ღირსებას 2026 წლამდე დაიცავს.
"იმედი მაქვს, "ბარსაში" კიდევ ბევრ წელს გავატარებ. ახლა რთული პერიოდი გვიდგას, მაგრამ ეს კლუბი მსოფლიოში საუკეთესოა, რომელიც კვლავ აღზევდება, კიდევ ექნება უდიდესი მიღწევები".
"გამოსასყიდი თანხა (1 მილიარდი ევრო) ამტკიცებს, რომ კლუბს ვჭირდები. გულწრფელად მინდა, რომ "ბარსას" ბევრი მივცე. ჩემთვის კონტრაქტის ვადა და პროექტი გამოსასყიდი თანხის ოდენობაზე მნიშვნელოვანია", - ციტირებს პედრის სიტყვებს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა ნახევარმცველი "ბარსელონას" ფეხბურთელი 2019 წელს გახდა, მის სანაცვლოდ "ლას პალმასმა" 20 მილიონი ევრო მიიღო.
პედრი, კამავინგა, ბელინგემი და სხვები — Golden Boy-ს ჯილდოს ნომინანტთა სია 20 ფეხბურთელამდე შემცირდა