ავტორიზაცია

"ყელში ამომივიდა ოქროს ბურთის მესისთვის გადაცემა", - ევრამ თავისი ფავორიტები დაასახელა

"ყელში ამომივიდა ოქროს ბურთის მესისთვის გადაცემა", - ევრამ თავისი ფავორიტები დაასახელა
თარიღი 16 Oct 2021, 20:58

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ "ოქროს ბურთის" მოგების პრეტენდენტების შესახებ ისაუბრა.

"ჩემი აზრით, ეს "ოქროს ბურთი" კანტესთვის არის განკუთვნილი. ან ჟორჟინიოსთვის, ამას იმსახურებს! არ მესმის, რატომ ამბობს ხალხი: "ის მხოლოდ ნახევარმცველია". ჟორჟინიომ ყველაფერი მოიგო! და ამ გამარჯვებებში დიდი წვლილი შეიტანა".

"უსამართლობაა. ყელში ამომივიდა ოქროს ბურთის მესისთვის გადაცემა. რა მოიგო გასულ სეზონში? კარგი, კოპა ამერიკა, მაგრამ რა გააკეთა "ბარსელონასთან" ერთად?".

"გასულ სეზონში ჟორჟინიომაც მოიგო ტიტულები, ამიტომაც ჩემთვის სრული უსამართლობა იქნება, თუ ამ ჯილდოს მას არ გადასცემენ", - თქვა ევრამ.

ცნობისთვის, "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს, პარიზში გაიმართება.