"გასაკვირი არაა, რომ მესი... ბოდიში, პედრი...", - ლაპორტას სახალისო შეცდომა პრესკონფერენციაზე

"ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ნახევარმცველ პედრისთან კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდა ესპანელი ლიონელ მესიში აერია.
"მახსოვს, როგორ შევხვდით ჩემი პრეზიდენტობის დროს ერთმანეთს ტეგესტეში (ქალაქი კუნძულ ტენერიფეზე, სადაც პედრი დაიბადა - ავტ.) და მაისურზე ხელი მოგიწერე".
"როგორ იცვლეაბ ყველაფერი. ახლა მაისურებს შენ აწერ ხელს. თავისუფალ დროს კანდელარიას ბაზილიკაში წავედით (კათოლიკური ეკლესია, პატარა ბაზილიკა, რომელიც ტენერიფეზე ქალაქ კანდელარიაში მდებარეობს - ავტ), იქ წირვა ტარდებოდა".
"კანდელარია კატალონიურ მონასტერ მონსერატს ჰგავს, შთამბეჭდავი იყო. მღვდელი "ბარსას" გულშემატკივრობდა. გასაკვირი არაა, რომ მესი... ბოდიში, პედრი "ბარსას" გულშემატკივრობდა, რადგან ასეთ გარემოში გაიზარდა", - თქვა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, ახალი კონტრაქტის თანახმად, 18 წლის პედრი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ღირსებას 2026 წლამდე დაიცავს.