ავტორიზაცია

კლოპი: "ერთა ლიგა უბრალოდ სიგიჟეა, ეს სიხარბე გავლენას ფეხბურთელებზე ახდენს"

კლოპი: "ერთა ლიგა უბრალოდ სიგიჟეა, ეს სიხარბე გავლენას ფეხბურთელებზე ახდენს"
თარიღი 16 ოქტ 2021, 21:30

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სანაკრებო ტურნირი - ერთა ლიგა გააკრიტიკა.

"ერთა ლიგა - ეს სიგიჟეა. ზაფხულში ამ ტურნირის კიდევ ოთხი მატჩი გაიმართება, უბრალოდ სიგიჟეა", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports.

"როცა ერთა ლიგა ახალი შექმნილი იყო, ვამბობდით, რომ სრულიად უაზრო ტურნირი გახლდათ. ყველა საფეხბურთო ასოციაციას აქვს ამასთან საქმე, მაგრამ ფეხბურთელები იხდიან".

"ასე მოქცევა არ შეიძლება. ეს სიხარბე გავლენას ფეხბურთელებზე ახდენს".

"არ ვიცოდი, რომ ტურნირზე მესამე ადგილისთვის მატჩიცაა. ამას არანაირი აზრი არ აქვს. ფეხბურთელებისადმი ასეთი მოთხოვნები, ეს წარმოუდგენელია", - დასძინა კლოპმა.