პედრიმ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში თავისი ფავორიტი გაამხილა: "თუმცა, გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ"

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, პედრიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის უნდა გადაეცეს "ოქროს ბურთი", აგრეთვე Golden Boy-ს ჯილდოს ფინალისტთა სიაში მოხვედრაზე გააკეთა კომენტარი.
შეგახსენებთ, 18 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა აქამდე "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა.
"ოქროს ბურთის" შესახებ
"ამ ჯილდოს ლეო მესის გადავცემდი, მაგრამ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ".
Golden Boy-ს შესახებ
"ჩემთვის ის, რომ ჩემს მიერ ჩატარებული სეზონი ასე დამიფასდა, პატივია", - თქვა პედრიმ "ბარსასთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებისთვის მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.