"ამის შესახებ არ ვიცოდი", - გვარდიოლა სტერლინგის განცხადებაზე, რომელმაც სიტიდან წასვლის სურვილი გამოთქვა
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა "ქალაქელთა" შემტევი ნახევარმცველის, რაჰიმ სტერლინგის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, ინგლისელმა გუშინწინ თქვა: "დამატებითი სათამაშო პრაქტიკისთვის სადმე გადასვლის შესაძლებლობა რომ მქონდეს, მის განსახილველად მზად ვიქნებოდი".
"ამის შესახებ არ ვიცოდი. ვფიქრობ, კლუბში არც არავინ იცოდა მის სიტყვებზე. რაჰიმი ჩვენი ფეხბურთელია. ვიმედოვნებ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება. მოედანზე მეტი დროის გატარება უნდა, როგორც რიად მაჰრეზს. ჩივიან. როცა ჟოაო კანსელო არ თამშობს, ისიც ჩივის. ზოგიერთი ფეხბურთელი უკმაყოფილოა, რადგან რეგულარულად თამაში უნდათ".
"თუმცა, მოედანზე ადგილის გარანტიას ვერავის მივცემ. ყველაფერი მინდორზე უნდა თქვა. ამისათვის საუკეთესო მომენტია. ეს არა მხოლოდ რაჰიმს, არამედ ყველა ფეხბურთელს ეხება. იციან, რომ სათამაშო დროს მიიღებენ. ის მწვრთნელი არ ვარ, ვინც მხოლოდ 11 მოთამაშეს იყენებს. ყველა ფეხბურთელია ჩართული".
"რაჰიმისგან, როგორც ყველა დანარჩენისგან, ის მინდა, რომ ბედნიერი იყოს. უნდა აკმაყოფილებდეთ ის ფაქტი, რომ "მანჩესტერ სიტიში" თამაშობენ. ამ კლუბში ყოფნა მათთვის სასიამოვნო უნდა იყოს".
"თუ ასე არ არის, მაშინ უფლება აქვთ მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც მათთვის საუკეთესო იქნება. ფეხბურთელებისთვისაც და მათი ოჯახებისთვისაც. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი".
"ყველას უნდა თითოეულ მატჩში თამაში და მოედანზე 90 წუთის გატარება, არა მხოლოდ რაჰიმს. მაგრამ ასეთი შესაძლებლობის მიცემა არ შემიძლია. ვერავის ვერაფერს დავპირდები. ყველაფერი თითოეულ ვარჯიშზე უნდა დაამტკიცონ", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports.
მიმდინარე სეზონში 26 წლის ინგლისელმა პრემიერ ლიგაში 7 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, მინდორზე სტერლინგი საშუალოდ 39 წუთს ატარებს.