ავტორიზაცია

"ხელსაც კი არ ჩამოვართმევდი, მეც ისე მომექცა, როგორც სუარესს", - ალბელდა კუმანის შესახებ

"ხელსაც კი არ ჩამოვართმევდი, მეც ისე მომექცა, როგორც სუარესს", - ალბელდა კუმანის შესახებ
თარიღი 16 ოქტ 2021, 22:04

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, დავიდ ალბელდამ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი ჰოლანდიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობის ქვეშ "ღამურების" ღირსებას 2007/08 წლების სეზონში თამაშობდა.

"მას ცუდს არაფერს ვუსურვებ, მაგრამ ხელს არ ჩამოვართმევდი. რეალობა ასეთია. ის ადამიანი არ არის, რომელიც ჩემში სიმპათიას იწვევს".

"საქმე იმაში არ არის, თუ როგორ წვრთნიდა ან რა შემადგენლობებს აყენებდა. საქმე იმაშია, თუ როგორ ასრულებდა თავის გადაწყვეტილებებს".

"ცოტა ხნის წინ, ლუის სუარესის ინტერვიუ წავიკითხე და ამან ჩვენი დრო გამახსენა. მას ტელეფონით აცნობეს, რომ გუნდიდან წავიდოდა... სწორედ ამ მეთოდს ჰქონდა ადგილი ჩემს შემთხვევაშიც", - ციტირებს ალბელდას სიტყვებს Marca.

სუარესი ბარსადან წასვლის შესახებ: "კუმანის ზარი 40 წამს გაგრძელდა, ლეგენდებს ასე არ ემშვიდობებიან"