ტუხელი: "არ ვიცი, ჩელსის რომელი 5 ფეხბურთელი იბრძვის ოქროს ბურთისთვის"
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა "ოქროს ბურთის" დაჯილდოების მოახლოებულ ცერემონიაზე ისაუბრა.
30 ფინალისტის სიაში "არისტოკრატთა" 5 ფეხბურთელი მოხვდა. ესენი არიან: სესარ ასპილიკუეტა, მეისონ მაუნტი, ჟორჟინიო, ნ'გოლო კანტე და რომელუ ლუკაკუ.
"დამიჯერებთ, თუ ვიტყვი, რომ არ ვიცი, ვინ მოხვდა ამ სიაში? ინდივიდუალური ჯილდოები დიდად არ მაინტერესებს".
"ის, რასაც გასულ სეზონში მივაღწიეთ, მთელი გუნდის დამსახურებაა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, მისი მოგება კი დიდი მიღწევაა. ამიტომაც არიან ამ სიაში "ჩელსის" ფეხბურთელები".
"ვიმედოვნებ, "ოქროს ბურთის" ერთ-ერთი ჩვენი ფეხბურთელი დაისაკუთრებს, რადგან ეს კიდევ უფრო თავდაჯერებულს გაგვხდის. მაგრამ არ ვიცი, "ჩელსის" რომელი ხუთი მოთამაშე მოხვდა სიაში", - ციტირებს ტუხელის სიტყვებს BBC.