"ვნახოთ, ვინ გაუწევს მათ კონკურენციას", - კოვაჩმა ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ორი მოთამაშე გამოარჩია
"მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა "ოქროს ბურთის" მოგების პრეტენდენტთა შესახებ ისაუბრა.
"ძალიან ბევრი ძლიერი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია ამ ჯილდოს მოგების იმედი ჰქონდეს", - ციტირებს 50 წლის სპეციალისტის სიტყვებს ფრანგული კლუბის ოფიციალური საიტი.
"კარიმ ბენზემა მათ შორისაა. აგრეთვე, შესაძლებელია რობერტ ლევანდოვსკის გამოყოფაც. გერმანიაში შედეგიანობის რეკორდი დაამყარა, 41 გოლი გაიტანა. ეს მნიშვნელოვანი არგუმენტია".
"ვნახოთ, ვინ შეძლებს მათთვის კონკურენციის გაწევას. საბედნიეროდ, ამ ტიტულის ბედი ჩემი გადასაწყვეტი არ არის. რომ შემეძლოს, ყველას გადავცემდი", - დასძინა კოვაჩმა.
პედრიმ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში თავისი ფავორიტი გაამხილა: "თუმცა, გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ"