ავტორიზაცია

"დიდი ალბათობით, დაძაბული ბრძოლა იქნება", - კლოპი პრემიერ ლიგის ფავორიტებს ასახელებს

"დიდი ალბათობით, დაძაბული ბრძოლა იქნება", - კლოპი პრემიერ ლიგის ფავორიტებს ასახელებს
თარიღი 16 ოქტ 2021, 23:04

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშების ფავორიტების შესახებ ისაუბრა.

"დიდი ალბათობით, ბრძოლა დაძაბული იქნება, ძალიან მჭიდრო", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports.

"წინა სეზონთან შედარებით, "მანჩესტერ სიტი" უარესი არ გამხდარა. კვლავ კარგ ფეხბურთს აჩვენებენ".

"ლივერპული" კარგ განწყობაზეა. "ჩელსის" ბრწყინვალე გუნდი და შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს".

"მანჩესტერ იუნაიტედი" "მანჩესტერ იუნაიტედია". ისინი ფულის ხარჯვას არ შეწყვეტენ, სანამ თავისას არ მიაღწევენ. მათი შემადგენლობაც ძლიერია", - დასძინა კლოპმა.