ავტორიზაცია

მანჩესტერი პოგბას შემცვლელად განიხილავს ფეხბურთელს, რომლის შეძენაც არაერთ სხვა გრანდს სურს

მანჩესტერი პოგბას შემცვლელად განიხილავს ფეხბურთელს, რომლის შეძენაც არაერთ სხვა გრანდს სურს
თარიღი 16 ოქტ 2021, 23:10

"მანჩესტერ იუნაიტედი" "მონაკოს" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ორელიენ ტჩუამენის დამატებით ინტერესდება.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN იტყობინება, "ეშმაკუნები" 21 წლის ფრანგის შეძენას იმ შემთხვევაში ეცდებიან, თუ პოლ პოგბას ახალ კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდებიან. "მონაკო" თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50-60 მილიონ ევროს მოითხოვს.

ამ სეზონში ტჩუამენის "რეალის", "პსჟ"-ს, "მანჩესტერ იუნაიტედის", "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" სკაუტები დააკვირდნენ.

გარკვეული პერიოდის წინ, ტჩუამენისადმი ყურადღება "ჩელსიმაც" გამოიჩინა. როგორც აღინიშნება, ლონდონურ კლუბს ჰავბეკის აგენტ ჯონათან კებესთან კარგი ურთიერთობა აქვს, რომელიც აგრეთვე "სევილიას" მცველ ჟიულ კუნდეს ინტერესებსაც იცავს.

მიმდინარე სეზონში ტჩუამენიმ "მონაკოს" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩი ჩაატარა და თავი ორი გატანილი ბურთით გამოიჩინა.