ავტორიზაცია

დანი ალვეში: "თუ ბარსა ფიქრობს, რომ ვჭირდები, მაშინ ეს ერთი ზარის საკითხია"

დანი ალვეში: "თუ ბარსა ფიქრობს, რომ ვჭირდები, მაშინ ეს ერთი ზარის საკითხია"
თარიღი 17 Oct 2021, 00:07

38 წლის ბრაზილიელმა მცველმა, დანი ალვეშმა კატალონიის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა.

"იმის თქმა, რომ ახლა "ბარსას" ვჭირდები, გადამეტებულია. ყოველთვის ვამბობდი, კლუბიდან წავედი, რადგან ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც სწორად მიმაჩნდა. არ მინდოდა იმის ხილვა, თუ რითი დასრულდა ყველაფერი ჩემი წასვლის შემდეგ".

"როცა ვიღაც ასეთ ლამაზ ისტორიას წერს და პატივისცემით ეპყრობა სახლს, ასევე წარსულში კლუბს ცხოვრებას აძლევდა, არ უნდა ასეთი ისტორიის თანამონაწილე იყოს. წავედი და კლუბი გავაფრთხილე. ვთქვი, რომ მზად ვიქნებოდი "ბარსას" დავხმარებოდი, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, თუ დამიძახებდა. უდიდეს მიჯაჭვულობას, სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობ".

"თუ "ბარსა" ფიქრობს, რომ ვჭირდები, მაშინ ეს ერთი ზარის საკითხია. ვფიქრობ, დღემდე შემიძლია ნებისმიერ ადგილას სარგებლის მოტანა, მაგრამ ყველაზე ძალიან - "ბარსაში", რადგან იქ ახლა ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ".

"ყველა კლუბში, სათაც მითამაშია, ახალგაზრდობისა და გამოცდილების იდეალური შერწყმა იყო. შემდეგ მოდის დრო, როცა ახალგაზრდა მოთამაშეები ზრდასულები ხდებიან, ასაკოვანები კი მიდიან. ეს ბუნებრივი ციკლია, მაგრამ ფეხბურთში შეცდომები ხდება. ახლა ეს პროცესი დაჩქარდა, მაგრამ ასე არ უნდა იყოს".

"ასეთი შერწყმა საჭიროა. უკვე ვიყავით ახალგაზრდები და მაშინ ისეთი დიდი პასუხისმგებლობისთვის მზად არ ვიყავით, როგორიც "ბარსას" ღირსების დაცვაა. არ აქვს მნიშვნელობა, ხალხი რას ამბობს ახალგაზრდებზე. მათთვის ყველაფერი ახალია. უნდა იყოს შერწყმა, რომელიც საჭირო ბალანსს იძლევა. ის კი დიდი შედეგებისთვის ბრძოლის შესაძლებლობას იძლევა", - ციტირებს ალვეშის სიტყვებს Diario Sport.

"ბარსელონამ დაკარგა მეტი, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელები", - დანი ალვეში