ავტორიზაცია

ჟირუ: "ჩელსი გიჟურ თანხებს ხარჯავს, კლუბმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ 90 მლნ ფუნტად ფორვარდი იყიდა"

ჟირუ: "ჩელსი გიჟურ თანხებს ხარჯავს, კლუბმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ 90 მლნ ფუნტად ფორვარდი იყიდა"
თარიღი 17 ოქტ 2021, 00:16

"მილანის" თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ "არსენალსა" და "ჩელსიში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"თუ "ჩელსიში" თამაშისას ცოტა გაგაქვს, მაშინ შეიძლება სხვა თავდამსხმელი იყიდონ და შეგცვალონ. შეიძლება, ისეთ კლუბში, როგორიც "ჩელსია", თავის გამოსაჩენად უფრო ნაკლებ დროს გაძლევენ, ვიდრე "არსენალში". ეს არის მთავარი განსხვავება. ვხედავთ, რომ ბოლო 10 წელში "ჩელსის" უფრო მეტი ტიტული აქვს მოგებული".

"მაგრამ "ჩელსი" "არსენალზე" ბევრად მეტ ფულს ხარჯავს. "არსენალში" არსენ ვენგერის ხელმძღვანელობის ქვეშ თამაში მომწონდა. ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და მას ვერასოდეს გადავუხდი ვოლომდე მადლობას. თუმცა, იქ გიჟურად რთული იყო ტიტულისთვის ბრძოლა. მიზანი ყოველთვის სეზონის ტოპ-ოთხეულში დასრულება იყო. ტიტულისთვის ბრძოლა ზედმეტად რთული გახლდათ".

"ჩელსი" არაამქვეყნიურ ფულს ხარჯავს. ჩემპიონთა ლიგას იგებ და 90 მილიონ ფუნტად ფორვარდს ყიდულობ. ამით ჩანს, რამდენი ფული აქვს კლუბს. მაგრამ კიდევ უნდა არსებობდეს მიზეზი, რის გამოც "ჩელსი" "არსენალზე" მეტს იგებს. ალბათ, იქ უფრო მომთხოვნები არიან, რადგან ტიტულისთვის სეზონის დაწყებისთანავე უნდა იბრძოლო".

"მე-9 ადგილზე ვიყავით, როცა ფრენკ ლამპარდი გაათავისუფლეს... შეიძლება, ეს "არსენალი" რომ ყოფილიყო, მწვრთნელისთვის მეტი დრო მიეცათ. "ჩელსიში" ასეთები არ ხდება, რადგან იქ ყოველთვის პიკზე უნდა იყო", - ციტირებს ჟირუს სიტყვებს The athletic.