ავტორიზაცია

ნიუკასლის ექს-მფლობელი: "როგორ ბედავს ეს 6 ტოპ-კლუბი ჩვენს გაკრიტიკებას, როცა მათ სუპერლიგაში უნდოდათ?"

ნიუკასლის ექს-მფლობელი: "როგორ ბედავს ეს 6 ტოპ-კლუბი ჩვენს გაკრიტიკებას, როცა მათ სუპერლიგაში უნდოდათ?"
თარიღი 17 Oct 2021, 11:33

"ნიუკასლის" ყოფილმა მფლობელმა, ჯონ ჰოლმა პრემიერ ლიგის იმ კლუბების შესახებ ისაუბრა, რომლებიც საუდის არაბეთის ხელისუფლების სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის (PIF – Public Investment Fund) მიერ "კაჭკაჭების" შეძენას აკრიტიკებენ.

"ახლა რაიონში კიდევ ერთი ბიჭი გამოჩნდა. თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, მაშინ მომავალში ტოპ-კლუბებთან ვიბრძოლებთ. ამას სულმოუთქმელად ველოდები".

"ახლა ჩვენს კლუბს ძლიერად აკრიტიკებენ. როგორ ბედავს ეს 6 ტოპ-კლუბი ჩვენს გაკრიტიკებას, როცა ისინი გამოყოფას და სუპერლიგის შემადგენლობაში შესვლას აპირებდნენ? არავისზე ფიქრობდნენ, გარდა საკუთარი თავებისა. ირონიულია, რომ ახლა ჩვენ გვაკრიტიკებენ. მხოლოდ ერთი სიტყვა მაქვს მათთვის: "შეგვეშვით!".

"ვფიქრობ, ჩვენ ყველას გვაქვს გრძნობები (არაბების მიერ კლუბის შეძენის თაობაზე). მაგრამ ყველა ჩვენგანი ჩვეულებრივი გულშემატკივარია. ვინ იკამათებს იმ ადამიანებთან, რომლებიც პრემიერ ლიგას მართავენ? მათ გარიგების ყველა პირობა დაამტკიცეს, მთავრობა კი არაბებისთვის იარაღის მიყიდვას აგრძელებს".

"კონსორციუმი რეგიონში დიდი ფულის ჩადების საშუალებას იძლევა. მათ იქ გადაწყვიტეს ინვესტიცია, სადაც სხვა ადამიანები ამას არ გააკეთებდნენ. ამიტომაც, ყველაფერი საუკეთესო უნდა ვუსურვოთ", - ციტირებს ჰოლის სიტყვებს The Times.