კონკრეტული ციფრები ცნობილია — პოგბას რეალში გადასვლა უნდა, თუმცა მანჩესტერი უფრო მეტს სთავაზობს
"რეალი" ჯერ კიდევ აპირებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას ხელში ჩაგდებას, რომელიც 2022 წლის 30 ივნისს თავისუფალი აგენტი ხდება.
მადრიდელები მზად არიან საფრანგეთის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელს წლიურად 14 მილიონ ევროიანი ხელფასი შესთავაზონ, წერს ABC.
გავრცელებული ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" პოგბასა და მის აგენტს, მინო რაიოლას კონტრაქტის გაფორმებისთვის დაახლოებით 30-მილიონიან ბონუსსაც შესთავაზებს. სწორედ ამდენი მიიღეს გასულ ზაფხულს დავიდ ალაბამ და მისმა წარმომადგენელმა "ბაიერნიდან" "რეალში" უფასოდ გადაბარგებისთვის.
რაიოლა იმითაა დაინტერესებული, რომ პოგბამ კარიერა სწორედ "ბლანკოსში" გააგრძელოს. თავად ფეხბურთელს თანამემამულეებთან, კარიმ ბენზემასთან და კილიან მბაპესთან ერთად თამაშის შესაძლებლობა იზიდავს, ამ უკანასკნელს, დიდი ალბათობით, მომავალი სეზონიდან "რეალში" ვიხილავთ.
თავის მხრივ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" პოგბას ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი უკვე შესთავაზა, სეზონში 20-მილიონიანი ანაზღაურებით.