ავტორიზაცია

ტუხელი: "პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში ახალი კანდიდატი გამოჩნდა"

ტუხელი: "პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში ახალი კანდიდატი გამოჩნდა"
თარიღი 17 ოქტ 2021, 13:58

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა საუდის არაბეთის ხელისუფლების სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის (PIF – Public Investment Fund) მიერ "ნიუკასლის" ყიდვაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

"ნორმალურად ვთვლი იმას, რომ ხალხს კითხვები აქვს. პრემიერ ლიგას ვენდობით, ისინი ხელმძღვანელობენ ტურნირს. ამ გარიგებაზე თანხმობა განაცხადეს და ახალ მფლობელებს "ნიუკასლის" შეძენის ნებართვა მისცეს".

"ახალი მფლობელები - ცნობილი ინგლისური კლუბისთვის ეს რაღაც მნიშვნელოვანის საწინდარია. როგორც ჩანს, ტიტულისა და ცხრილის ზედა ნაწილში ადგილისთვის ბრძოლაში ახალი კანდიდატი გამოჩნდა".

"მსოფლიოს ყველაზე რთულ ლიგაში ვთამაშობთ, ის უფრო და უფრო რთული ხდება", - ციტირებს ტუხელის სიტყვებს BBC.