ავტორიზაცია

"ამჟამად საუკეთესო ფეხბურთელია, ვინ არის მასზე უკეთესი?", - კლოპმა სალაჰი შეაქო

"ამჟამად საუკეთესო ფეხბურთელია, ვინ არის მასზე უკეთესი?", - კლოპმა სალაჰი შეაქო
თარიღი 17 ოქტ 2021, 14:37

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის მე-8 ტურში "უოტფორდის" (5:0) განადგურების შემდეგ განცხადება გააკეთა.

"ძალიან კარგი იყო, სხვას ვერაფერს ვიტყვი. სანაკრებო პაუზის შემდეგ, სხვადასხვა სათამაშო სისტემის გამო, რიტმის პოვნა რთულია. მაგრამ ბიჭები ასეთი კარგები იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩის წინ მხოლოდ ერთხელ ივარჯიშეს".

"ვფიქრობ, "უოტფორდს" იდეები ჰქონდა, მაგრამ მათ თამაში არ ვაცადეთ. ნამდვილად ბრწყინვალე გოლები გავიტანეთ. ჩვენმა ფეხბურთელებმა შესანიშნავი მიდგომა და ხასიათი გამოავლინეს, ენერგიულები იყვნენ".

"სალაჰმა უბრალოდ მაგრად ითამაშა. პირველ გოლზე მისი გადაცემა შესანიშნავი იყო, მისი გოლი კი - განსაკუთრებული".

"მოჰამედი საუკეთესოა, ამას ყველა ვხედავთ. ვინ არის მასზე უკეთესი? იმაზე საუბარიც კი არ ღირს, თუ რა გააკეთეს მესიმ და რონალდუმ ფეხბურთისთვის. თუმცა, ამჟამად სალაჰი საუკეთესოა", - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა BT Sport-თან ეთერში.