ავტორიზაცია

"ყოველთვის არსებობდა ჩემსა და ამ ქალაქს შორის კავშირი", - მოურინიო ნიუკასლის შესაძლო გაწვრთნაზე

"ყოველთვის არსებობდა ჩემსა და ამ ქალაქს შორის კავშირი", - მოურინიო ნიუკასლის შესაძლო გაწვრთნაზე
თარიღი 17 Oct 2021, 14:44

"რომას" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო "ნიუკასლში" შესაძლო მუშაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

"ამაზე სათქმელი არაფერი მაქვს. ბობი რობსონთან ერთად მიმუშავია ("ბარსელონაში" - ავტ.), "ნიუკასლის" ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ადამიანთან და ყოველთვის არსებობდა კავშირი ჩემსა და იქაურ ადამიანებს შორის, როგორც ჩემსა და ამ ქალაქს შორის, რომელსაც კარგად ვიცნობ".

"მაგრამ მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. 100 პროცენტით ფრიდკინის "რომას" პროექტზე მუშაობაზე ვარ კონცენტრირებული", - ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს Metro.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, "ნიუკასლი" საუდის არაბეთის ხელისუფლების სახელმწიფო საინვესტიციო ფონდმა (PIF – Public Investment Fund) იყიდა და ამიერიდან ყველაზე მდიდარი მფლობელები ჰყავს.

თავის მხრივ, მოურინიოს ინგლისში არაერთი კლუბი გაუწვრთნია - "ჩელსი" (2004-07, 2013-15), "მანჩესტერ იუნაიტედი" (2016-18) და "ტოტენჰემი" (2019-21).