ავტორიზაცია

ჰოლანდი თუ ვლაჰოვიჩი? — ბარსელონას პრიორიტეტული და სათადარიგო ვარიანტები

ჰოლანდი თუ ვლაჰოვიჩი? — ბარსელონას პრიორიტეტული და სათადარიგო ვარიანტები
თარიღი 17 ოქტ 2021, 15:23

"ფიორენტინას" ახალგაზრდა თავდამსხმელმა, დუშან ვლაჰოვიჩმა შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

როგორც ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი, ხერარდ რომერო იტყობინება, 21 წლის ფორვარდს თვალი "ბარსელონამ" დაადგა.

კატალონიურ გრანდს ზაფხულში "დორტმუნდის" ლიდერის, ერლინგ ჰოლანდის გადაბირება უნდა, მაგრამ თუ ამ ტრანსფერს ვერ გაჩარხავს, ვლაჰოვიჩზე გადაერთვება.

ასე და ამგვარად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი სამიზნე ნორვეგიელია, სათადარიგო ვარიანტად კი "იების" სერბ ფორვარდს განიხილავს.

მიმდინარე სეზონში ვლაჰოვიჩმა "ფიორენტინას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 8 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.