ავტორიზაცია

ორი ფეხბურთელი, რომელთა გამოც ბარსელონამ დანი ალვეშის დაბრუნებაზე უარი თქვა

ორი ფეხბურთელი, რომელთა გამოც ბარსელონამ დანი ალვეშის დაბრუნებაზე უარი თქვა
თარიღი 17 ოქტ 2021, 15:37

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport იტყობინება, "ბარსელონა" ბრაზილიელ მცველს, დანი ალვეშს არ დაიბრუნებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიურ კლუბში ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ 38 წლის ვეტერანი საჭიროა, რადგან იგი სერჟინო დესტსა და ოსკარ მინგესას სათამაშო დროს წაართმევს.

აღინიშნება, რომ "ბარსაში" ალვეშისადმი ძალიან თბილად არიან განწყობილნი. მას კლუბის ისტორიაში საუკეთესო მარჯვენა მცველად მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, ამ დროისთვის, "ბარსელონა" მასთან კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს.

აქამდე ალვეშმა "ბარსას" საკუთარი თავი საჯაროდ შესთავაზა, იგი მზად იყო "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში 1 იანვრიდან ჩარიცხულიყო.

სექტემბრის დასწყისში ბრაზილიელმა ვალების გამო "სან პაულუ" დატოვა. შემდეგ თქვა, რომ 2021 წლის ბოლომდე არცერთ კლუბთან არ გააფორმებს კონტრაქტს.

დანი ალვეში "ბარსელონაში" 2008 წლიდან 2016 წლამდე თამაშობდა. გუნდთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ, ლა ლიგა 6-ჯერ, ესპანეთის თასი და სუპერთასი კი 4-4-ჯერ მოიგო.