ავტორიზაცია

"მესი, რონალდუ, ნეიმარი და მბაპე ძველ დონეზე აღარ არიან", - ნევილმა ფეხბურთელი გამოარჩია

"მესი, რონალდუ, ნეიმარი და მბაპე ძველ დონეზე აღარ არიან", - ნევილმა ფეხბურთელი გამოარჩია
თარიღი 17 ოქტ 2021, 16:17

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა "ლივერპულის" თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰის შესახებ ისაუბრა.

"ვფიქრობ, შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. მბაპეს, ნეიმარს, მესის და რონალდუს ვუყურებ, რომლებიც ბოლო 5-10 წლის მანძილზე საუკეთესოები იყვნენ და ამ დონეს ვეღარ აღწევენ".

"სალაჰი უკვე 3-4 სეზონია უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. განსაკუთრებული ფეხბურთელია, დაუნდობელი, გოლების თვალსაზრისით მიზანდასახული".

"ამიტომაც, ვფიქრობ, სალაჰს ახლა შეუძლია საუკეთესო გახდეს", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს Sky Sports.

მიმდინარე სეზონში 29 წლის ეგვიპტელმა სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად 10 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.