ავტორიზაცია

"ბო*ის გამო ოჯახი დაანგრიე", - ვანდა ნარა და იკარდი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდნენ

"ბო*ის გამო ოჯახი დაანგრიე", - ვანდა ნარა და იკარდი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდნენ
თარიღი 17 Oct 2021, 16:43

"პსჟ"-ს თავდამსხმელის, მაურო იკარდის მეუღლემ და აგენტმა, ვანდა ნარამ არგენტინელ ფეხბურთელთან განშორებაზე მინიშნება გააკეთა.

"ბო*ის გამო ოჯახი დაანგრიე", - წერს ვანდა სოციალურ ქსელში, რომელმაც თავისი გვერდიდან 28 წლის ფორვარდთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო წაშალა.

როგორც არგენტინული მედია იუწყება, იკარდიმ ცოლს 29 წლის არგენტინელ მოდელ და მსახიობ მარია ევგენია სუარესთან უღალატა.

ცნობისთვის, იკარდი და ვანდა ნარა ოფიციალურად ერთად 2014 წლიდან იყვნენ. ვანდა იკარდიმდე მაქსი ლოპესის მეუღლე იყო, რომელთანაც იკარდი მეგობრობდა და სწორედ ასე დაიწყო მათი ურთიერთობა.