ავტორიზაცია

რაიოლამ დე ლიგტის პოტენციური ტრანსფერი 3 გრანდთან განიხილა — იუვენტუსი კოლოსალურ თანხას ითხოვს!

რაიოლამ დე ლიგტის პოტენციური ტრანსფერი 3 გრანდთან განიხილა — იუვენტუსი კოლოსალურ თანხას ითხოვს!
თარიღი 17 ოქტ 2021, 17:49

"იუვენტუსის" მცველის, მატეის დე ლიგტის აგენტი, მინო რაიოლა ფიქრობს, რომ ჰოლანდიელი უკანახაზელი ტურინიდან უნდა აიბარგოს.

სიტუაცია, რომელშიც 22 წლის ფეხბურთელი აღმოჩნდა, რაიოლას არ აკმაყოფილებს. მატეისის აგენტი "ბებერი ქალბატონის" წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა და როგორც განუცხადა, სეზონის ბოლოს ტრანსფერის გაჩარხვას ეცდება.

ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, თავად დე ლიგტი მშვიდადაა და საკუთარ თავს "იუვენტუსის" მომავლად თვლის, მაგრამ რაიოლა თავის კლიენტს არ ეთანხმება. აგენტს "ჩელსის", "ბარსელონასა" და "მანჩესტერ სიტის" წარმომადგენლებთან ჰქონდა კონტაქტი, მათთან ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერი განიხილა.

ტრანსფერის განხორციელება საკმაოდ რთული იქნება, რადგან დე ლიგტის გამოსასყიდი თანხა 150 მილიონ ევროს შეადგენს და "იუვე" პოტენციურ მყიდველებს ფასს არ დაუკლებს.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა იტალიის ჩემპიონატში 6 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი გოლით გამოიჩინა.