ავტორიზაცია

ლუკაკუს შემდეგ, დე ლიგტიც?! - ჩელსი თავბრუდამხვევ წინადადებას ამჯერად იუვენტუსს უმზადებს

ლუკაკუს შემდეგ, დე ლიგტიც?! - ჩელსი თავბრუდამხვევ წინადადებას ამჯერად იუვენტუსს უმზადებს
თარიღი 14 ოქტ 2021, 21:00

"იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა, მატეის დე ლიგტმა კარიერა შეიძლება ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს, იტყობინება AS.

გავლენიანი ესპანური გამოცემის თანახმად, 22 წლის ჰოლანდიელისთვის "ჩელსი" იბრძვის, რომელიც მზად არის მასში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მიმდინარე სეზონში დე ლიგტმა "ბებერი ქალბატონის" რიგებში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი ყვითელი ბარათიც მიიღო.

ცნობისთვის, ახალგაზრდა უკანახაზელს "იუვენტუსთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.Transfermarkt-ის ვერსიით, დე ლიგტის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 75 მილიონს შეადგენს.