ავტორიზაცია

ჩელსიმ დე ლიგტსა და კუნდეს შორის არჩევანი გააკეთა

ჩელსიმ დე ლიგტსა და კუნდეს შორის არჩევანი გააკეთა
თარიღი 12 ოქტ 2021, 10:36

"იუვენტუსის" მცველმა, მატეის დე ლიგტმა კარიერა შესაძლოა "ჩელსიში" გააგრძელოს, წერენ ბრიტანულ პრესაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელებმა "სევილიას" უკანახაზელ ჟიულ კუნდეს შეძენაზე თქვეს უარი, რათა აქცენტი 22 წლის ჰოლანდიელზე გადაეტანათ.

მიმდინარე სეზონში დე ლიგტმა "ბებერი ქალბატონის" მაისურით 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ყვითელი ბარათი მიიღო. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 75 მილიონ ევროს შეადგენს.

რაც შეეხება კუნდეს, გასულ ზაფხულს 22 წლის ფრანგის ლონდონურ კლუბში ტრანსფერი პირიქით "სევილიამ" დაბლოკა, რის გამოც ფეხბურთელი განრისხებული იყო.

კუნდე ანდალუსიელთა ღირსებას 2019 წლიდან იცავს. გასულ სეზონში მან ლა ლიგაში 34 მატჩი ჩაატარა, მეტოქის კარი 2-ჯერ აიღო და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.