VIDEO: მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კლუბის ახალი ერა ტოტენჰემთან მარცხით დაიწყო
პრემიერ ლიგის მე-8 ტურში „ტოტენჰემმა“ სტუმრად „ნიუკასლი“ დაამარცხა.
მატჩი „სენტ-ჯეიმს პარკზე“ გაიმართა და ანგარიშით 2:3 დასრულდა.
ეს შეხვედრა პირველი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც „ნიუკასლი“ მდიდარმა არაბულმა საინვესტიციო ფონდმა შეიძინა.
მე-2 წუთზე „კაჭკაჭები“ კალუმ უილსონის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა „ტოტენჰემმა“ ტაიმის ბოლომდე 3 გოლის გატანა მოასწრო - თავი ნდომბელემ, კეინმა და სონ ჰეუნ მინმა გამოიჩინეს.
მეორე ნახევარში მაყურებელმა მხოლოდ ერთი გოლი იხილა - 89-ე წუთზე ერიკ დაიერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩს ინტრიგა დაუბრუნდა, თუმცა მასპინძლებმა მეტი ვერაფერი მოახერხეს.
სხვათაშორის, „ნიუკასლი“ 83-ე წუთის შემდეგ 10 კაცით ასპარეზობდა, 5 წუთის ინტერვალში ორჯერ ყვითელი ბარათი ჯონჯო შელვიმ მიიღო და თავისი გუნდი დააღალატა.
„ტოტენჰემმა“ ზედიზედ მე-2 მატჩი მოიგო და 15 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, „ნიუკასლი“ კი 3 ქულით მე-19 ადგილზეა.