ავტორიზაცია

"ბარსელონაში ჩვევიათ ყველაფრის არასწორ ადამიანზე გადაბრალება", - ვან გაალი

"ბარსელონაში ჩვევიათ ყველაფრის არასწორ ადამიანზე გადაბრალება", - ვან გაალი
თარიღი 18 ოქტ 2021, 11:17

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა "ბარსელონაში" არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა, სადაც ფრენკი დე იონგი თამაშობს, გუნდის თავკაცი კი რონალდ კუმანია.

"როცა ყველაფერი კარგადაა, როცა ფეხბურთელი თავის წვლილს შეიტანს, როგორც ფრენკი დე იონგი ბოლო ორი წლის მანძილზე, სანერვიულო არაფერია".

"თუმცა, როგორც კი საქმე ცუდად მიდის, "ბარსელონაში" ყოველთვის უცხოელებს ადანაშაულებენ. ამ შემთხვევაში დარტყმა ადგება მწვრთნელსაც", - ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Sport.es.

მოგეხსენებათ, ჰოლანდიელ სპეციალისტს "ბარსელონა" გაუწვრთნია. მისი თქმით, "ისტორია მეორდება", რადგან მასაც აკრიტიკებდნენ.

ვან გაალმა კატალონიური გრანდის ჰოლანდიელ წევრებს ურჩია "ნეგატიურ კომენტარებს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭონ".