"არასდროს იცი, თუ რა გელის მომავალში", - სონი ტოტენჰემიდან შესაძლო წასვლის შესახებ
"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა, სონ ჰინ მინმა იმის შესახებ ისაუბრა, ხედავს თუ არა საკუთარ თავს ლონდონურ კლუბში 10 წლის შემდეგ.
"თუ აქ კიდევ ოთხი წელიწადი დავრჩები, მაშინ დიახ. მაგრამ ფეხბურთში დაპირებები არ ღირს. "ტოტენჰემთან" კონტრაქტი გავახანგრძლივე, რადგან არსად წასვლა არ მინდოდა", - ციტირებს კორეელის სიტყვებს Sky Sports.
"შემიძლია "ტოტენჰემში" კიდევ 10 წელი ან უფრო მეტიც კი გავატარო. მაგრამ არასოდეს იცი, რა გელის მომავალში. ყოველდღიურად მომატებას ვეცდები", - დასძინა სონმა.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეელი თავდამსხმელი ლონდონში თამაშობს 2015 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან ჩაატარა 290 შეხვედრა და გაიტანა 111 გოლი.