ავტორიზაცია

"ჰაკიმიზე და არნოლდზე ნაკლებად სექსუალური სტილი მაქვს, მაგრამ დაცვაში ორივეს ვჯობივარ", - ბაიერნის მცველი

"ჰაკიმიზე და არნოლდზე ნაკლებად სექსუალური სტილი მაქვს, მაგრამ დაცვაში ორივეს ვჯობივარ", - ბაიერნის მცველი
თარიღი 18 ოქტ 2021, 16:46

„ბაიერნის“ და საფრანგეთის ნაკრების მცველმა, ბენჟამინ პავარმა, საკუთარი თავი „პსჟ-ს“ მცველ აშრაფ ჰაკიმის და „ლივერპულის“ მცველ ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს შეადარა.

„დიახ, ფურცელზე შესაძლოა „პავარის სტილი“ ნაკლებას სექსუალური იყოს, ვიდრე ჰაკიმის და არნოლდის, მაგრამ მგონია, რომ დაცვაში მე ორივეზე უკეთესად ვთამაშობ.

არასაკმარისად კარგი რომ ვყოფილიყავი, საფრანგეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ვერ მოვხვდებოდი.“ - ციტირებს პავარის სიტყვებს Sport1.de.

2021/22-სეზონში პავარმა „ბაიერნის“ მაისურით 4 მატჩის ჩატარება მოასწრო და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

საფრანგეთის ნაკრებთან ერთად, პავარმა ბოლო პერიოდში ერთა ლიგა, იქამდე კი მსოფლიო ჩემპიონატი მოგიო. აღსანიშნავია, რომ სეზონის სტარტიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე ფეხბურთელი ტრავმირებული იყო.