ავტორიზაცია

"მსაჯმა ისეთი რამ მითხრა, რომ კამათი აღარ მინდოდა", - მოურინიო იუვენტუსთან მატჩში პენალტის ეპიზოდზე

"მსაჯმა ისეთი რამ მითხრა, რომ კამათი აღარ მინდოდა", - მოურინიო იუვენტუსთან მატჩში პენალტის ეპიზოდზე
თარიღი 18 Oct 2021, 22:36

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "იუვენტუსთან" (0:1) გამართული მატჩის შემდეგ ტურინელთა კარში დანიშნული პენალტის ეპიზოდზე ისაუბრა.

პირველი ტაიმის მიწურულს, "იუვეს" გოლკიპერმა, ვოიცეხ შესნიმ საჯარიმოში გენრიხ მხითარიანზე თამაშის წესი დაარღვია. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, დანიელე ორსატომ უმალვე ჩასტვინა, ჯარიმა დააფიქსირა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში მხითარიანისგან ბურთი რომაელთა ფორვარდ ტემი აბრაჰამს მიუვიდა, რომელმაც მეტოქის კარი აიღო.

მას შემდეგ, რაც ვიდეოასისტენტმა გადაამოწმა, იყო თუ არა მხითარიანი თამაშგარე მდგომარეობაში, ჟორდან ვერეტუ მივიდა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.

"სარეზერვო მსაჯმა მითხრა, რომ პენალტის დროს შემტევ გუნდს უპირატესობა არ აქვს (იმისათვის, რათა ეპიზოდი დაასრულოს). ამის შემდეგ, კამათი აღარ მინდოდა".

"არ მინდა მსაჯს შეფასება მივცე. ორსატომ ამიხსნა, რომ პენალტისას შემტევ გუნდს უპირატესობა არ აქვს. პასუხს მე არ გავცემ და ამის გაკეთების შესაძლებლობას ჯანლუკა როკისა (სერია ა-ს მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელი - ავტ.) და ექსპერტებს მივცემ", - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს 

უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციების საბჭოს მიერ გამოქვეყნებული წესების თანახმად, უპირატესობის მინიჭება არ ხდება ისეთ სიტუაციებში, როგორიცაა სერიოზული დარღვევა, აგრესიული ქცევა ან მეორე გაფრთხილება, გამონაკლისია ის შემთხვევა, როცა გოლის გატანის აშკარა შესაძლებლობა არსებობს.