პოჩეტინო: "მესი პარიზში ბედნიერია, ადაპტაცია შესანიშნავად გაიარა, პსჟ-ში გაიბრწყინებს"

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ თავდამსხმელ ლიონელ მესის ადაპტაციასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.
"მესი ბრწყინვალე ფეხბურთელია. ბრწყინავდა "ბარსელონაში", ბრწყინავდა არგენტინის ნაკრებში, გაიბრწყინებს "პსჟ"-ში. ადაპტაცია შესანიშნავად გაიარა. ძალიან ჭკვიანია და კარგად ეგუება ახალ გარემოს".
"პსჟ"-ში თვეების განმავლობაში გაცილებით მშვიდი გახდა. ძალიან კმაყოფილები ვართ, მესი პარიზში ბედნიერია".
"ვიმედოვნებთ, ბუნებრივად შევა იმ ფორმაში, რომელსაც ჩვენც და ისიც ველოდებით. ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც იქნება", - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს RMC Sport.
შეგახსენებთ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი პარიზულ კლუბს გასულ ზაფხულს "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.