ავტორიზაცია

"ბარსა მბაპეს შეძენას განიხილავდა, თუმცა მწვრთნელებმა დემბელე ამჯობინეს", - ბართომეუმ მიზეზი განმარტა

"ბარსა მბაპეს შეძენას განიხილავდა, თუმცა მწვრთნელებმა დემბელე ამჯობინეს", - ბართომეუმ მიზეზი განმარტა
თარიღი 19 ოქტ 2021, 00:41

"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ მისი ხელძღვანელობის დროს კლუბი ამჟამად "პსჟ"-ს ფორვარდ კილიან მბაპეს ტრანსფერს განიხილავდა.

"მისი შეძენის შესაძლებლობას განვიხილავდით", - ციტირებს კატალონიური გრანდის ყოფილი ხელმძღვანელის სიტყვებს AS.

"თუმცა, მწვრთნელებმა დემბელე ამჯობინეს, რადგან ისეთი ფეხბურთელი სჭირდებოდათ, რომელიც სივრცეს ქმნის", - დასძინა ბართომეუმ.

შეგახსენებთ, დემბელე "ბარსელონაში" "დორტმუნდიდან" 2017 წლის ზაფხულში გადავიდა, იმავე სატრანსფერო ბაზარზე "პარი სენ ჟერმენმა" მბაპე "მონაკოდან" იჯარით დაიმატა, ერთი წლის შემდეგ კი მისი კონტრაქტი შეისყიდა.

შეიძლება ითქვას, რომ 24 წლის უსმანმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" იმედები ნამდვილად ვერ გაამართლა, აი 22 წლის კილიანი კი ნამდვილ სუპერვარსკვლავად იქცა.