ავტორიზაცია

"ამისათვის უამრავი მიზეზი მაქვს", - რა შემთხვევაში უჩივლებს ლაპორტა ბართომეუს სასამართლოში?

"ამისათვის უამრავი მიზეზი მაქვს", - რა შემთხვევაში უჩივლებს ლაპორტა ბართომეუს სასამართლოში?
თარიღი 18 ოქტ 2021, 20:37

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კლუბის წევრებთან შეხვედრაზე "ბლაუგრანას" ყოფილი პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარის შეტანის საკითხი განიხილა.

"აქ პატიების ადგილი არ არის. თუ სასამართლოში წახვალთ, მხარს დაგიჭერთ", - უთხრა ლაპორტას "ბარსას" ერთ-ერთმა წევრმა.

ლაპორტამ მას უპასუხა, რომ ნებისმიერი სამართალწარმოების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ბართომეუს საქმიანობის შემოწმება დასრულდება, რაც ერთ თვეში მოხდება.

"უამრავი მიზეზი მაქვს იმისათვის, რათა ბართომეუს ვუჩივლო. თუ გავიგებთ, რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს, შესაბამის ზომებს მივიღებთ, მაგრამ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებთ, თუ სასამართლოს მოგების სრული გარანტია გვექნება".

"არ გვინდა ამ ქმედებების თანამონაწილეები გავხდეთ, მაგრამ არ ვაპირებთ წინა პრეზიდენტის მიმართ სასტიკები ვიყოთ", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Marca.