ავტორიზაცია

ლაპორტა: "ბართომეუ სასოწარკვეთილი ადამიანია, რომელიც მის მიერ გამოწვეული კატასტროფის მასშტაბებს აცნობიერებს"

ლაპორტა: "ბართომეუ სასოწარკვეთილი ადამიანია, რომელიც მის მიერ გამოწვეული კატასტროფის მასშტაბებს აცნობიერებს"
თარიღი 16 ოქტ 2021, 22:38

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ თავისი წინამორბედის, ხოსეპ მარია ბართომეუს შესახებ ისაუბრა.

"ბართომეუში სასოწარკვეთილ ადამიანს ვხედავ, რომელიც მის მიერ გამოწვეული კატასტროფის მასშტაბებს აცნობიერებს. პასუხისმგებლობა მასზეა".

"მაგრამ დეტალებში არ ჩავეძიები, რათა პედრისთან კონტრაქტის გახანგრძლივების ბრწყინვალე მომენტი არ გავაფუჭო", - განაცხადა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ლაპორტა კატალონიური გრანდის პრეზიდენტი 2021 წლის მარტში მეორედ გახდა, იქამდე იგი აღნიშნულ პოსტს 2003 წლიდან 2010 წლამდეც იკავებდა.

თავის მხრივ, ბართომეუ "ბარსელონას" პრეზიდენტი 2014 წლიდან 2020 წლამდე იყო.