ავტორიზაცია

ბართომეუ დემბელესა და კოუტინიოზე: "როცა ისინი ვიყიდეთ, ყველა ტაშს გვიკრავდა, მაგრამ ვერ გაამართლეს"

ბართომეუ დემბელესა და კოუტინიოზე: "როცა ისინი ვიყიდეთ, ყველა ტაშს გვიკრავდა, მაგრამ ვერ გაამართლეს"
თარიღი 19 ოქტ 2021, 01:00

"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ფილიპე კოუტინიოსა და უსმან დემბელეს ტრანსფერების შესახებ ისაუბრა.

"ზოგიერთმა ფეხბურთელმა, რომლის სანაცვლოდაც დიდი თანხა გადავიხადეთ, მოლოდინი ვერ გაამართლა, მაგრამ ფეხბურთში ასეთები ხდება. როცა ეს ორი ვიყიდეთ, ყველა ტაშს გვიკრავდა".

"კოუტინიო მოვიდა, რადგან ინიესტა წავიდა. პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. დემბელე ნეიმარის წასვლის გამო მოვიდა", - თქვა ბართომეუმ TV3-ის ეთერში.

შეგახსენებთ, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 24 წლის ფრანგი 2017 წლის ზაფხულში "დორტმუნდიდან" 135 მილიონ ევროდ შეიძინეს, ამდენივე გადაუხადეს მათ 2018 წლის ზამთარში "ლივერპულს" 29 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ.

ცნობისთვის, ამჟამად დემბელეს სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონს შეადგენს, ხოლო კოუტინიო 20 მილიონი ღირს.