ავტორიზაცია

"ეს საშინლად არ მომწონს", - ფერდინანდმა პოგბა ლესტერთან წაგების შემდეგ ნათქვამი სიტყვების გამო გააკრიტიკა

"ეს საშინლად არ მომწონს", - ფერდინანდმა პოგბა ლესტერთან წაგების შემდეგ ნათქვამი სიტყვების გამო გააკრიტიკა
თარიღი 19 ოქტ 2021, 13:49

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა, პოლ პოგბას მიერ „ლესტერთან“ მარცხის (2:4) შემდეგ ნათქვამი სიტყვები გააკრიტიკა.

ფრანგმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ ასეთი სიტყვები თქვა: „ჩვენ ეს მარცხი დავიმსახურეთ. სიმართლე ისაა, რომ დიდი ხანია ასეთ მატჩებს ვატარებთ. 

ჯერჯერობით, ეს პრობლემა ვერ აღმოვფხვერით, ზედმეტად მარტივ და სულელურ გოლებს ვუშვებთ. უნდა შევიცვალოთ.“ 

„როცა მსგავს გამონათქვამებს ვხედავ, საშინლად არ მომწონს. სიმართლეს ვიტყვი, ჩემს თანაგუნდელს რომ რომ მსგავსი რამ ეთქვა, არ გამიხარდებოდა. ეგრევე მოვთხოვდი პასუხს: რა იგულისხმე?

ვფიქრობ, პოგბა უბრალოდ გულწრფელი ადამიანია, რაც მე მასში არ მომწონს. ის ვნებიანია და სულ გამარჯვებების მოპოვება სურს.

ასეთი სიტყვები ნიშნავს იმას, რომ ის გულდაწყვეტილია. მთელ გუნდში იმედგაცრუება იგრძნობა. თუმცა, პოგბა ამას ყველაზე მეტად არ მალავს, უფრო სწორედ ვერ მალავს.

როგორც წესი, მსგავსი მატჩების შემდეგ ფეხბურთელები სტანდარტულ კომენტარებს აკეთებენ, პოგბას ასეთი სიტყვები კი კითხვებს იწვევს.“ - აღნიშნა ფერდინანდმა პოდკასტზე.