არსებობს თუ არა აზარის პრემიერ ლიგაში დაბრუნების შანსი?
ედენ აზარის მორიგი ტრავმის შემდეგ, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას მოთმინების ფიალა აევსო. საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ "სამეფო კლუბი" ბელგიელს სეზონის ბოლოს დაემშვიდობება.
ევროპულმა პრესამ "ბლანკოსის" შემტევი ნახევარმცველის სახელი თავდაპირველად დაუკავშირა ლონდონის "ჩელსის", თუმცა ინგლისელების მხრიდან ინიციატივა არ მოდის.
მოგვიანებით დაიწერა "ლივერპულის" შესახებ, თითქოს "რეალი" განიხილავს ბარტერს, ანუ გაცვლას - თავისი ათიანი და ფული, სანაცვლოდ კი მოჰამედ სალაჰი ან სადიო მანე.
Goal.com-ის აზრით, მერსისაიდელები მადირდელთა წინადადებას არ დათანხმდებიან. არაა გამორიცხული, რომ პერსპექტივაში ფინანსურად მოძლიერებული "ნიუკასლის" ვარიანტიც გამოჩნდეს.