ავტორიზაცია

ვიხილავთ თუ არა აზარის საუკეთესო ვერსიას? - მარტინესის პასუხი

ვიხილავთ თუ არა აზარის საუკეთესო ვერსიას? - მარტინესის პასუხი
თარიღი 15 Oct 2021, 23:57

ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი მიიჩნევს, რომ თავდამსხმელ ედენ აზარს ჯერ კიდევ შეუძლია "რეალის" რიგებში თავის გამოჩენა.

"ედენს რთული ორი წელი ჰქონდა, რადგან ტრავმებმა დატანჯეს. მას ბედნიერს ვერ ვხედავდით და ხშირად ვერ თამაშობდა".

"თავისი საუკეთესო დონის ჩვენება ვერ მოახერხა. უდიდესი პოტენციალი აქვს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ნაჩვენები".

"ლიდერია, ბელგიის ნაკრების კაპიტანი, შეგიძლია მისი იმედი გქონდეს, როგორც ადამიანის და როგორც ფეხბურთელის".

"რეალში" აზარის საუკეთესო ვერსიას ვიხილავთ - ეს მხოლოდ დროის საკითხია", - განაცხადა მარტინესმა AS-თან საუბრისას.