ავტორიზაცია

რა პოზიცია უკავია ანჩელოტის აზარის მიმართებაში?

რა პოზიცია უკავია ანჩელოტის აზარის მიმართებაში?
თარიღი 13 ოქტ 2021, 13:27

"რეალის" მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის მადრიდული გრანდის შემტევი ნახევარმცველის, ედენ აზარის სჯერა.

იტალიელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ბელგიელს შეუძლია გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახდეს, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca.

"პაპა კარლო" 30 წლის ფეხბურთელის მუშაობით აღფრთოვანებულია და ფიქრობს, რომ მადრიდულ გრანდს აზარი სჭირდება. ამაზე გავლენას არ ახდენს გულშემატკივართა ნაწილის უკმაყოფილება გარემარბის თამაშზე.

მიმდინარე სეზონში აზარმა ესპანეთის ჩემპიონატში 7 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ედენს მინდორზე 90 წუთი არცერთ შეხვედრაში არ გაუტარებია.

მოგეხსენებათ, ბელგიელი სუპერვარსკვლავი "სამეფო კლუბს" 2019 წლის ივნისში ლონდონის "ჩელსიდან" შეუერთდა.