ავტორიზაცია

რეალის სახელს ლაიფციგის ფორვარდს უკავშირებენ

რეალის სახელს ლაიფციგის ფორვარდს უკავშირებენ
თარიღი 13 ოქტ 2021, 12:05

"ლაიფციგმა" "რეალს" თავდამსხმელის, კრისტოფერ ნკუნკუს შეძენა შესთავაზა, წერენ ესპანურ მედიაში. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი მზად არის 24 წლის ფრანგს 2021 წლის ზაფხულში 50 მილიონ ევროდ შეელიოს.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა შემტევს თავის ამჟამინდელ გუნდთან 2024 წლამდე აკავშირებს. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე ნკუნკუმ "მაჩესტერ სიტის" (3:6) ჰეთ-თრიქი შეუსრულა.

საერთო ჯამში, მიმდინარე სეზონში "ლაიფციგის" შემტევმა 8 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ნკუნკუს სატრანსფერო ფასი ამჟამად 43 მილიონს შეადგენს.