ავტორიზაცია

ანჩელოტი: "ფიფამ და უეფამ გუნდების გრაფიკში რამე უნდა შეცვალონ, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება"

ანჩელოტი: "ფიფამ და უეფამ გუნდების გრაფიკში რამე უნდა შეცვალონ, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება"
თარიღი 09 ოქტ 2021, 12:33

"რეალის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელში ერთხელ ჩატარების იდეის წინააღმდეგია.

"რას ვფიქრობ მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეაზე? მოდით საერთოდ ყოველწლიურად ჩავატაროთ", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

"კალენდართან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გვაქვს, რაღაც უნდა შეიცვალოს. არის მატჩები, რომლებსაც აზრი არ აქვს. ფიფამ და უეფამ ეს საკითხი უნდა განიხილონ".

"დიახ, ახლა ეს ორგანიზაციები ერთმანეთს ყველაფერში არ ეთანხმებიან, მაგრამ ფეხბურთელებზე დატვირთვა ძალიან დიდია", - დასძინა ანჩელოტიმ.

მსოფლიო ჩემპიონატი 1930 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, 1942 და 1946 წლების გამოკლებით, მეორე მსოფლიო ომის გამო.