ავტორიზაცია

ანჩელოტი: "ასენსიომ იცის, თუ როგორი კონკურენციაა რეალში"

ანჩელოტი: "ასენსიომ იცის, თუ როგორი კონკურენციაა რეალში"
თარიღი 07 ოქტ 2021, 13:18

"რეალის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ გუნდის შემტევი ნახევარმცველი, მარკო ასენსიო სათამაშო დროის ნაკლებობას უჩივის.

"ასენსიო შეიძლება უკმაყოფილო იყოს, ეს სრულიად ნორმალურია. ყველას ესმის, როგორი რთულია სასტარტო შემადგენლობის შერჩევა".

"მაგრამ ისკო და იოვიჩიც ცოტას თამაშობენ. კარგად ვარჯიშობენ, ეს მომწონს. რაც უფრო მეტი სირთულეა, მით უფრო თავდაუზოგავად მუშაობენ. თავიანთ დროს მიიღებენ", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ ასენსიომ მიმდინარე სეზონში "რეალის" მაისურით საერთო ჯამში ჩაატარა შვიდი შეხვედრა, რომელშიც სამი გოლის გატანა შეძლო.