ავტორიზაცია

ბონუჩი: "იუვენტუსმა უნდა დაიბრუნოს ის სულისკვეთება, რომელიც რონალდუს მოსვლამდე გვქონდა"

ბონუჩი: "იუვენტუსმა უნდა დაიბრუნოს ის სულისკვეთება, რომელიც რონალდუს მოსვლამდე გვქონდა"
თარიღი 19 ოქტ 2021, 18:14

„იუვენტუსის“ მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, ტურინული გუნდიდან კრიშტიანუ რონალდუს წასვლაზე ილაპარაკა.

პორტუგალიელი შემტევი გასული ზაფხულის ბოლოს „იუვედან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა.

„რონალდუმ გააკეთა თავისი არჩევანი, რომელსაც ყველა დიდ პატივს ვცემთ. გასულ ზაფხულს გუნდი კრიშტიანუსთვის თამაშობდა, მაგრამ ახლა უნდა დავიბრუნოთ ის სულისკვეთება, რომელიც გუნდში მის მოსვლამდე გვქონდა.

საჭიროა, თამაშის გემო და ის ხასიათი კვლავ შევიგრძნოთ.“ - ციტირებს ბონუჩის სიტყვებს Football Italia.

რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წელს მადრიდის „რეალიდან“ 117 მილიონ ევროდ გადავიდა. გუნდის შემადგენლობაში მან იტალიის ჩემპიონატი (2), სუპერთასი (2) და თასის მოგება მოახერხა.