ავტორიზაცია

"სიტი და ლივერპული ძაღლებივით არიან, იუნაიტედი კი - ბავშვებივით", - გარი ნევილმა თავისი ყოფილი გუნდი გააკრიტიკა

"სიტი და ლივერპული ძაღლებივით არიან, იუნაიტედი კი - ბავშვებივით", - გარი ნევილმა თავისი ყოფილი გუნდი გააკრიტიკა
თარიღი 19 Oct 2021, 18:22

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა, „ლესტერთან“ (2:4) წაგების შემდეგ, გუნდის თამაში გააკრიტიკა.

„იუნაიტედი საშინელი იყო. მეორე ტაიმში დიდი ცვლილებები მოხდა და მეჩვენებოდა, რომ „ლესტერს“ გოლის გატანა პრაქტიკულად ყველა შეტევაში შეეძლო.

„ემიუ“ უყურადღებო მეჩვენებოდა, რაც საშინელებაა. ალბათ, გუნდში ფიქრობენ, რომ იმაზე კარგები არიან, ვიდრე რეალურად. შედეგად, გუნდი ორ ნაწილად დაიყო: უდიდესი ეგოს მქონე შემტევი ხუთეული და ხუთი ფეხბურთელი, რომელიც კარის დაცვაზე ზრუნავს.

თამაშში ინდივიდუალური შეცდომები ხშირად ხდება, მაგრამ „იუნაიტედის“ თამაშში დალაგებული კავშირი არ არსებობს. ისინი გაშვებულ გოლებზეც ცუდად რეაგირებენ. ბავშვებივით არიან: „სიტიში“ და „ლივერპულში“ ფეხბურთელები ძაღლებივით მუშაობენ. ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან. რატომ არ ცდილობენ ამას „იუნაიტედის“ ფეხბურთელები?

ოლე გუნარ სოლსკიაერმა ისინი უნდა აიძულოს, საუკეთესო თვისებები გამოავლინონ. თუ ასე არ მოხდა, სეზონის ბოლოს მას პრობლემები ექნება.“ - ციტირებს ნევილის სიტყვებს Goal.com.