"ამ ორმა ტრანსფერმა იმედები ვერ გაამართლა", - ბართომეუმ თავის დროს განხორციელებული ორი ტრანსფერი დაიწუნა
„ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ აღიარა, რომ მის დროს განხორციელებულმა ორმა ტრანსფერმა მოლოდინი ვერ გაამართლა.
„დემბელეს და კოუტინიოს ტრანსფერები? რამდენიმე ფეხბურთელმა, რომელიც დიდი თანხის სანაცვლოდ შევიძინეთ, იმედები ვერ გაამართლა, მაგრამ ფეხბურთში მსგავსი რამ ხშირად ხდება. როცა ეს ორი ფეხბურთელი შევიძინეთ, ყველა ტაშს გვიკრავდა.
კოუტინიო იმიტომ მოვიდა, რომ ინიესტა მიდიოდა. ის ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
რაც შეეხება დემბელეს, ის ნეიმარის წასვლის გამო დავიმატეთ, რადგან მის შესაცვლელად საჭირო მახასიათებლები გააჩნდა.“ - ციტირებს ბართომეუს სიტყვებს As.
„ბარსელონამ“ დემბელეს სანაცვლოდ 2017 წლის აგვისტოში 135 მილიონი ევრო გადაიხადა, კოუტინიოს სანაცვლოდ კი 2018 წლის იანვარში იმდენივე გადაიხადა.