კასანო: "საკმარისია ეს დრამები, რონალდუ ისტორიაში საუკეთესო კი არა, ხუთეულშიც არ შედის"

იტალიის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ, ყველა დროის საუკეთსო ფეხბურთელების საკუთარი ვერსია დაასახელა.
„საკმარისია ეს დრამები. კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია? ის ხუთეულშიც არ შედის.
ჩემთვის, ლეო მესი, პელე, მარადონა, კროიფი და რონალდო - სხვა დონის ფენომენები არიან.
თუ ამ სიაში ვინმეს შეცვლა დამჭირდებოდა, მაშინ მარკო ვან ბასტენს ჩავსვამდი.“ - აღნიშნა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „ოქროს ბურთის“ ხუთგზის გამარჯვებულია, რაც ლეო მესის (6) შემდეგ ისტორიაში საუკეთესო შედეგია.