კუმანი: "ახლა ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალზე ან ნახევარფინალზე ფიქრი ნორმალური არ არის"
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, „დინამო კიევთან“ მატჩის წინ, გუნდის ჩემპიონთა ლიგის პერსპექტივებზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ იმის კეთება, რამაც „ვალენსიას“ დამარცხების შესაძლებლობა მოგვცა. გუნდმა შესანიშნავი დონე გამოაჩინა. არესიულად უნდა ვითამაშოთ და მეტოქეებზე ზეწოლა მოვახდინოთ. არის ასპექტები, რომელიც გასაუმჯობესებელი გვაქვს.
ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქეები გაძლიერდნენ, მაგრამ ჩვენ ახლა არც პრიმერაში ვიკავებთ ძალიან მაღალ პოზიციას. არ ვიცი, რატომ ხდება ასე. არის დაბალანსებული შემადგენლობების მქონე გუნდები, რომლებსაც 23 სანაკრებო ფეხბურთელი ჰყავთ და ჩვენზე უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ. ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს.
ყველაფერი გუნდის შიდა გარემოებებზეა დამოკიდებული. ახლა ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე ან მეოთხედფინალზე ფიქრი ნორმალური არ არის. ხვალინდელ მატჩში გამარჯვება პირველი ნაბიჯი იქნება და ჩვენც სწორედ ამას ვაპირებთ. ნელ-ნელა უნდა ვიმოძრავოთ.“ - ციტირებს კუმანის სიტყვებს Mundo Deportivo.