"ტოპ-ფეხბურთელია და გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს", - სოლსკიაერმა რონალდუ დაიცვა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, კრიშტიანუ რონალდუს კრიტიკაზე ილაპარაკა.
„მოედანზე 11 ფეხბურთელია, ყველას თავისი როლი და მოვალეობები აკისრია. ჩვენ გაგვყავს გუნდი, რომელსაც ჩვენი აზრით გამარჯვების მოპოვება შეუძლია.
„ლესტერი“ ვერ დავამარცხეთ და ასეთ მდგომარეობაში კრიტიკა გარდაუვალია.
კრიშტიანუ არის ტოპ-ფეხბურთელი და ყველამ ვიცით, რაც შეუძლია. ის გუნდის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.
რა თქმა უნდა, ატმოსფერო ახლა ყველაზე მხიარული არ არის, მაგრამ ჩვენ საქმეზე ვართ კონცენტრირებულები. საკუთარ თავს უნდა ვუყუროთ და კითხვა დავსვათ: „რა შეიძლება გუნდისთვის გავაკეთო?“
მე ვნახე „ლესტერთან“ წაგების რეაქცია. ოთხი გაშვებული გოლი - ცივი შხაპივითაა, ჩვენ ბევრ ასპექტსა და დეტალში გვაქვს მოსამატებელი.
„ატალანტასთან“ საშინაო გამარჯვება ჩვენთვის ძალიან კარგი და იმპულსური იქნებოდა. „- აღნიშნა სოლსკიაერმა.